„ზიკას“ ვირუსის გამავრცელებელი კოღოს გასანადგურებლად ღონისძიებები გაიმართა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ და „საქართველოს მეთევზეთა კლუბმა“ ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში „ზიკას“ ვირუსის გამავრცელებელი კოღოს გასანადგურებლად თბილისში და მის ახლოს არსებულ ტბორებში თევზი გამბუზია გაუშვეს.
ამ ჯიშის თევზმა – გამბუზიამ უკვე გაანადგურა კოლხეთის დაბლობში მალარიის კოღო, ახლა კი მთელს ევროპაში მას მასობრივად ამრავლებენ და უშვებენ ყველა შესაძლო ტბორში.
სამინისტროსა და “საქართველოს მეთევზეთა კლუბს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, კლუბის წევრებმა გამბუზია დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ კი, აბაშიდან გადმოასახლეს და კუს ტბაში ჩაუშვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები