გამოკითხულთა 41%-ს მიაჩნია, რომ საქართველოში არსებულ პრობლემებს გიორგი კვირიკაშვილი მოაგვარებს
საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 41 პროცენტს მიაჩნია, რომ საქართველოში არსებულ პრობლემებს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოაგვარებს.
კითხვაზე, პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე ვინ უფრო მოახერხებს არსებული პრობლემების რეალურად მოგვარებას, გამოკითხულთა უმრავლესობა გიორგი კვირიკაშვილს ენდობა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შიდაპარტიული კვლევა ჩაატარა საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრმა. კვლევის ფარგლებში გამოკითხულია 1 500 ადამიანი. კვლევა ჩატარდა 18-25 ივნისის პერიოდში.