გამოკითხულთა 34% ფიქრობს, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში მათი არჩევანი არ შეიცვლება

„ქართული ოცნების“ შიდა კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 34% ფიქრობს, რომ არჩევნებამდე მათი არჩევანი არ შეიცვლება.
კვლევების მიხედვით, კითხვაზე – არჩევნებამდე დარჩენილ დროში რამდენად შესაძლებელია, რომ თქვენი არჩევანი შეიცვალოს 19% ფიქრობს, რომ შესაძლებელია; 11% ფიქრობს, რომ სრულად შესაძლებელია; მეტ-ნაკლებად შესაძლებელია -16%; შეუძლებელია -34%; სრულიად შეუძლებელია-14%; არ ვიცი-4%; უარი პასუხზე-2%.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შიდაპარტიული კვლევა ჩაატარა საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრმა. კვლევის ფარგლებში გამოკითხულია 1 500 ადამიანი. კვლევა ჩატარდა 18-25 ივნისის პერიოდში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები