თურქეთში 29 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა

თურქეთში 29 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამისად, სახელმწიფო დაწესებულებებზე დაშვებულია დროშები.
სტამბოლის მთავრობის უკანასაკნელი ინფორმაციით, ათათურქის აეროპორტზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია 41 და დაშავებულია 239 ადამიანი.
ცნობილია, რომ დაღუპულთა შორის თურქეთის 23 მოქალაქე და 13 უცხოელია.
მსხვერპლთა შორის არიან: საუდის არაბეთის ხუთი და ერაყის ორი მოქალაქეები, ასევე დაიღუპნენ უკრაინის, ირანის, ჩინეთის, იორდანიის, ტუნისის და უზბეკეთის მოქალაქეები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები