თავდაცვის მინისტრი თურქეთის ხელისუფლებას და თურქ ხალხს უსამძიმრებს

თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი თურქეთის ხელისუფლებას და თურქ ხალხს უსამძიმრებს.
„დღეს ძალიან მძიმე და ტრაგიკული წუთებია თურქი ხალხისა და თურქეთის ხელისუფლებისთვის. მინდა ჩემი გულისტკივილი და მწუხარება გამოვხატო სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. სამწუხაროა, რომ ტერორიზმი, როგორც გლობალური სენი, ჩვენი, ყველას ერთობლივი და დაუღალავი შრომის მიუხედავად, კვლავ ტოვებს თავის ძალიან მტკივნეულ და გაუმართლებელ კვალს უდანაშაულო ადამიანების ცხოვრებაზე. ეს ძალადობა უნდა შევაჩეროთ ერთობლივი ძალისხმევით, ამ სისასტიკეს ერთიანობით უნდა გაეცეს პასუხი უდანაშაულო მსხვერპლის სახელით. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და სიმტკიცეს ვუსურვებ ამ მძიმე წუთებში,“ – აცხადებს თინათინ ხიდაშელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები