იენს სტოლტენბერგი: ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თურქ ხალხს
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
„ვგმობ იმ თავდასხმებს, რომლებიც სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მოხდა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თურქ ხალხს“, – წერ სტოლტენბერგი.
სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი კი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის არიან უცხოელები, ასევე ბავშვები.