ბოლო ინფორმაციით, სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად 40 ადამიანი დაშავდა
ბოლო ინფორმაციით, სტამბოლის ათათურქის აეროპორტში 40 ადამიანი დაშავდა. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. „სი-ენ-ენის“ ცნობით, აფეთქება იმ ადგილას მოხდა, სადაც საზღვარგარეთიდან სტამბოლში ჩასული თვითმფრინავები ეშვებიან.
თვითმხილველების განცხადებით, შეიარაღებული პირები ხალხმრავალ ადგილას ისროდნენ. პოლიციამ სავარაუდო 4 ეჭვმიტანილს ცეცხლი გაუხსნა. სროლის შემდეგ კი 2 აფეთქების ხმა გაისმა. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ტერორისტებმა ხელყუმბარების აფეთქება იქამდე მოახერხეს, სანამ შემოწმებას გაივლიდნენ და აკრძალულ იარაღს აღმოუჩენდნენ.