საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამეურვეო საბჭოს 27 კანდიდატი შეარჩია

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევმა კომისიამ 60 მსურველიდან 27 კანდიდატი შეარჩია. მათთან გასაუბრება 2 და 3 აპრილსაა ჩანიშნული, რის შემდეგაც კომისიის წევრები პარლამენტში წარსადგენ 15 კანდიდატს შეარჩევენ. კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები არიან: ზვიად კირტავა, გიორგი კოხრეიძე, ნინია კაკაბაძე, კონსტანტინე ჩლაიძე, კონსტანტინე ბაღდადიშვილი, გენადი გელაძე, არჩილ შუბაშვილი, ბეჟან ხარებაშვილი, თამარ ამაშუკელი, მიხეილ მირზიაშვილი, ალექსანდრე ვახტანგოვი, გრიგოლ გოგელია, იაგო კაჭკაჭიშვილი, ილია მხეიძე, ლიანა გიორგაძე, ირინა ფუტკარაძე, აკაკი ჩარგელაშვილი, იზაბელა ოსიპოვა, პაატა მილორავა, ია მამალაძე, ლევან ღვინჯილია, ნესტან ნიჟარაძე, დავით კიზირია, ელენე კვირცხალია, თამარ ალფაიძე, ნუგზარ სუარიძე და ირაკლი მაჭავარიანი.

დეპუტატები 27 კანდიდატიდან 5-ს დაამტკიცებენ. მეურვეობის მსურველებთან გასაუბრების პროცესს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი პირდაპირ ეთერში გადასცემს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები