გიორგი ალიბეგაშვილი „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის“ წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა, სახელდების კომისიის თავმჯდომარესთან, ლია ჯახველაძესთან ერთად, ააიპ „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის“ წარმომადგენლებს უმასპინძლა.
თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს მიმდინარე და სამომავლო პროექტები გააცნეს და ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
გიორგი ალიბეგაშვილმა სტუმრებს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისის“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნული ორგანიზაციის აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ორგანიზაციის „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღორებულებების განტკიცებისთვის“ წარმომადგენლებთან დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მათგან არაერთი საინტერესო წინადადება მოვისმინეთ და ამასთან, კულტურისა და განათლების კუთხით საკრებულოს პროექტები გავაცანით’’,- განაცხადა წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ და საკრებულოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში „თბილისი“ აღნიშნული ორგანიზაციის დახმარებითა და ხელშეწყობით აფხაზი და ოსი თანამემამულეების ჩართულობის იმედი გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები