ქეთევან ციხელაშვილი აფხაზეთის რეგიონში სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი აფხაზეთის რეგიონში სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების (Abkhazia Strategic Partnership) წარმომადგენლებს შეხვდა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე მონაწილეებმა აფხაზეთის რეგიონში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები და აქტივობები განიხილეს.
ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა აფხაზეთის რეგიონში.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობას, საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებსა და აფხაზეთის რეგიონში არსებულ ვითარებას.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის საკითხებზე. ასევე, ისაუბრა 19 მაისს, ხურჩაში მომხდარ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედების აუცილებლობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები