vox.com – საქართველოში ჰაერი გაუმართავი ავტომობილების გამო ძალიან დაბინძურებულია

გამოცემა vox.com მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების მხრივ არსებულ მონაცემებს აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ჰაერია მსოფლიოში. მას მოჰყვება ბულგარეთი და ჩინეთი.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ბოლო ანგარიშის მიხედვით, ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებით მსოფლიოში 6,5 მილიონი ადამიანი იღუპება. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სასწრაფო ზომების მიღების გარეშე 2040 წლისთვის სიკვდილიანობის დონე 1 მილიონით გაიზრდება. ანგარიშში მოყვანილია ცხრილი, რომლის თანახმად, 2012 წელს ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი საქართველოში აღინიშნება. მეორე ადგილზეა ბულგარეთი, მე-3-ზე კი ჩინეთი.
ექსპერტი ტიმ კოვაჩი განმარტავს, რომ საქართველო პირველ ადგილს სატრანსპორტო სისტემის გაუმართაობის გამო იკავებს.

„ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში დაფიქსირებულია ძველი სატრანსპორტო საშუალებების მკვეთრი ზრდა, დაბინძურების დონის ტესტირების სისტემა კი ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს.
საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა არასაკმარისად არის განვითარებული, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გადაადგილებისთვის, ძირითადად, პირად ავტომობილებს იყენებს. ბოლო 10 წლის განმავლობაში კერძო ავტომობილების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, ბოლო 5 წლის განმავლობაში კი ის გაორმაგდა“, – აცხადებს ექსპერტი.
ექსპერტები ასევე აცხადებენ, რომ მანქანების უმრავლესობა საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილი მეორადი ავტომობილია. ამასთანავე, საქართველოში არ მოქმედებს ავტომობილების ვარგისიანობის შემოწმების სისტემა, შედეგად კი მანქანების უმრავლესობა ტექნიკურად გაუმართავია. ასევე შეჩერებულია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის შემოწმებაც. ბაზარზე არსებული საწვავი, რომელიც ძალზე დაბალი ხარისხისაა, სწრაფად აფუჭებს ავტომობილის კატალიზატორს, მანქანების მფლობელები კი დაზიანებულ კატალიზატორებს არ ცვლიან, რაც გამონაბოლქვის დონეს ზრდის. კიდევ ერთ ფაქტორად, რომელიც საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაღალ დონეს უწყობს ხელს, ტიმ კოვაჩს მანგანუმის ძველი მაღაროები მიაჩნია.

13566097_10206264688047736_2098997604_n

13535695_10206264688007735_476989209_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები