ჯალაღანია ვიზალიბერალიზაციაზე: საქართველოს საკითხის განხილვა ზაფხულის არდადეგებამდე მოხდება

საქართველოს საკითხის განხილვა ზაფხულის არდადეგებამდე მოხდება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა. ჯალაღანია აცხადებს, რომ ბრიტანეთის საკითხი საქართველოზე გავლენას არ მოახდენს.
„ბრიტანეთში ჩატარებული პლებისციტის შემდეგ ევროკავშირის ფარგლებში ექსტრაორდინალური მდგომარეობაა. ის, რომ ევროკავშირის ქვეყნები ამ ექსტრაორდინალურ მდგომარეობაზე მსჯელობენ, თუ როგორ იმოქმედონ შექმნილ სიტუაციაში, არის ბუნებრივი. ეს საქართველოზე არავითარ გავლენას არ ახდენს. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გაგვაჩნია. საქართველოს საკითხის განხილვა ზაფხულის არდადეგებამდე მოხდება“, – აცხადებს ჯალაღანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები