„ლეონიდ ჩერნოვეცკი ყველაზე პოპულარული ქართველი პოლიტიკოსია–კვლევა“

კომპანია „SocMedia Laborоtory“-ის მიერ, ივნისში ჩატარებული, ფეისბუქის გვერდების საყოველთაო კვლევის მიხედვით, ქართველ პოლიტიკოსებს შორის ლეონიდ ჩერნოვეცკის ფეისბუქის გვერდს ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავს.
ეს მონაცემები კომპანიამ ქართველი პოლიტიკოსების ოფიციალური ფეისბუქ გვერდების ანალიზის შედეგად გამოავლინა. კვლევისას გათვალისწინებული იყო მკითხველთა საერთო რაოდენობა, მათი მატება, ქართველი მკითხველების რაოდენობა, პოსტების ყოველდღიური რაოდენობა და აუდიტორიის ჩართულობა.
„პოსტების შემცირების მიუხედავად, ლეონიდ ჩერნოვეცკის გვერდს მკითხველთა რაოდენობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. საშუალოდ ერთი კვირის განმავლობაში აუდიტორიის 53%–ია პოსტების კომენტირებაში, მოწონებასა თუ გაზიარების პროცესში აქტიურად ჩართული“,–ამის შესახებ რეიტინგის შემქმნელები იუწყებიან.
ამრიგად, არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, ლეონიდ ჩერნოვეცკის გვერდს სოციალურ ქსელში ყველაზე აქტიური აუდიტორია ჰყავს. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ მის მიერ მკითხველებისთვის შეთავაზებული განხილვის თემატიკა და სამიზნე აუდიტორიასთან მუშაობის ფორმა სწორად არის შერჩეული.
ლეონიდ ჩერნოვეცკის შემდეგ, მკითხველთა რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილზე ყოფილი პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია, რომელსაც 270 820 მკითხველი ჰყავს, მესამე ადგილს რეიტინგში კი ვიცე–პრემიერი კახა კალაძე იკავებს, რომელსაც 241 740 მკითხველი ჰყავს.
ამავე დროს, როგორც ცნობილია, „Transparency-International Georgia”-ს მიერ, 2016 წლის მაისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა სისტემატურად იზრდება და შეადგენს 40 %-იან მატებას, სწორედ ამ რაოდენობის ადამიანი იყენებს ინტერნეტს ყოველდღიურად. გამოკითხულთა 86 %–ი თვლის, რომ სოციალური ქსელი ფეისბუქი კომუნიკაციისთვის საუკეთესო პლატფორმაა.
შეგახსენებთ, ფეისბუქზე ქართველი პოლიტიკოსების ოფიციალური გვერდების ანალიზი ყოველთვიურად ხორციელდება. კვლევის მიზანი – სოციალური ქსელის მეშვეობით, პოლიტიკოსების კომუნიკაციის ეფექტურობის დადგენაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები