თინა ხიდაშელი: როგორ საარჩევნო კამპანიაშიც არ უნდა ვიყო, ბოლომდე გიორგი კვირიკაშვილის მხარდამჭერი ვიქნები

როგორ საარჩევნო კამპანიაშიც არ უნდა ვიყო, გიორგი კვირიკაშვილის მხარდამჭერი ვიქნები – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია “კავკასიას” ეთერში გადაცემა “ბარიერში” განაცხადა.
სადაც არ უნდა ვიყო, როგორ საარჩევნო კამპანიაშიც, ხვალ და ზეგ, პირადად, გიორგი კვირიკაშვილის მხარდამჭერი და გულშემატკივარი ვიქნები ბოლოდე. ის არის ძალიან იშვიათ გამონაკლისს შორის იმ ქართველი პოლიტიკოსებიდან, და თითით ჩამოსათვლელნი არიან ასეთები სამწუხაროდ, რომლებიც იმსახურებენ უზარმაზარ პატივისცემას; რომლებმაც დაამტკიცეს საკუთარი პროფესიონალიზმი, ქვეყნის სიყვარული. პროფესიული და პასუხიმსგებლობიანი დამოკიდებულება იმ საქმის მიმართ, რომელსაც ემსახურებიან. ჩემი ქვეყანა არ არის განებივრებული ასეთი პოლიტიკოსებით”, – განაცხადა ხიდაშელმა გადაცემა “ბარიერში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები