აბაშიძემ და კარასინმა ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლის საკითხები განიხილეს

პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრაზე ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლის საკითხები განიხილეს.
კარასინმა ორი ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლებს შორის ინფორმაციის გაცვლის აუცილებლობის შესახებ განაცხადა. „ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით“.
თავის მხრივ, აბაშიძემ აღნიშნა, რომ კარასინის წინადადებას ის საქართველოს ხელისუფლებას გადასცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები