გიორგი მარგველაშვილი და თინა ხიდაშელი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას გახსნიან

თბილისში, ხვალ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB) იხსნება.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სკოლას ოფიციალურად გახსნიან: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე თაქან ილდემი.
საზეიმო ცერემონიალზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოს პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი სიტყვით მიმართავენ. ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვლენ: ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე თაქან ილდემი და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ბეტინა კადენბახი. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასასრულს სკოლის მემორიალური დაფა გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები