პარლამენტში თეა წულუკიანი და ჩიორა თაქთაქიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

 ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ჩიორა თაქთაქიშვილსა და თეა წულუკიანს შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში იუსტიციის მინისტრი მოხსენებით წარდგა. უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა უმრავლესობის წევრებს თათუხაშვილის, ძველაიას და მიქაუტაძის საქმეები შეახსენა. იუსტიციის მინისტრმა კი თაქთაქიშვილი კანონის არ ცოდნაში დაადანაშაულა და მათ ცხრაწლიანი მმართველობა შეახსენა. „რეფორმა ჩვენ ჩავატარეთ, ჩემი წინამორბედი იყო პოლიტიკოსი, გენპროკურორი, მინისტრი, მართლმსაჯულების ხელმძღვანელი. ის გიბრძანებდათ, რა ბრძანებებიც უნდა შეგესრულებინათ. ამის შემდეგ „საკანონმდებლო მაცნეში“ მიიჭრებოდა და კანონებს ხელით ასწორებდა. არ მითხრათ, არ იყო ასეო. როდესაც თქვენ აქ, პარლამენტში მიიღებდით კანონს, ის მივიდოდა „საკანონმდებლო მაცნეში“ და ხელით ასწორებდა კანონებს. თქვენი ფუნქცია ნულამდე იყო დაყვანილი. ახლა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოგეცათ თავისუფლად აზრების გამოთქმის საშუალება, თორემ ვინ გისმენდათ ადრე, საკუთარი ხელისუფლება არ გისმენდათ. პასუხი არის ის, რომ თქვენ არ გაქვთ კანონი წაკითხული და ეს კანონმდებლისთვის დიდი სირცხვილია“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
დაპირისპირების შემდეგ უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა კომიტეტის დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრი პარლამენტში იმყოფება და დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები