თეა წულუკიანი: შევქმნით სამუშაო ჯგუფს ელექტრონული წესით საქმეების განაწილების პრინციპის დასანერგად

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, შეიქმნება ახალი სამუშაო ჯგუფი, რომელიც საერთო სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული განაწილების პრინციპის დანერგვას დაიწყებს.
თეა წულუკიანის ინფორმაციით, საქმეების ელექტრონულად გადანაწილების პროგრამას, თავდაპირველად რომელიმე სასამართლოში საპილოტე მექანიზმით აამოქმედებს.
„მე ბევრი ვიფიქრე და არ ვაპირებ, ველოდო ამ კანონპროექტის კანონად ქცევას სექტემბერში, ამიტომ დღე-დღეზე ჩვენ შევქმნით სამუშაო ჯგუფს, რომელიც იმუშავებს და დაიწყებს საერთო სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული განაწილების პრინციპის დანერგვას, როგორც ამას ითვალისწინებს მესამე ტალღის კანონპროექტი. შესაბამისად, ჩვენ არ დაველოდებით იმას, რომ მესამე მოსმენით კენჭი ეყაროს კანონპროექტს, და უკვე დავიწყებთ IT კუთხით ამ თემის შესწავლას, პროგრამის შექმნას და სასამართლოებთან ერთად მის დანერგვას, პირველ ეტაპზე − რომელიმე დიდ საპილოტე სასამართლოში“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები