პრეზიდენტი: შავი ზღვის უსაფრთხოება არის თემა, რომელიც არაერთხელ წამოგვიწევია

უმაღლეს შეხვედრებზე შავი ზღვის უსაფრთხოება არის თემა, რომელიც არაერთხელ წამოგვიწევია უმაღლეს შეხვედრებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხის ნატოს კონტექსტშიც განხილვა მნიშვნელოვანია.
”შავი ზღვის უსაფრთხოება არის თემა, რომელიც არაერთხელ წამოგვიწევია უმაღლეს შეხვედრებზე. დაწყებული 2014 წლიდან მე ძალიან ინტენსიურად მხარს ვუჭერდი ამ თემას არაერთ ფორმატში. აქ ალტერნატივაზე არ არის საუბარი. შავი ზღვა უმნიშვნელოვანესი რეგიონია. შავ ზღვაში ევროპისა და აზიის ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა დგება. შავი ზღვა არის პორტი 14-დან 8 განვითარებადი ქვეყნისთვის აზიის რეგიონში. დაცულობა და სტაბილურობა შავ ზღვაში უმნიშვნელოვანესია. შესაბამისად, ამ საკითხის ნატოს კონტექსტშიც განხილვა მნიშვნელოვანია, ადეკვატურია და ამ მიმართულებით მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ ამოცანა არის სრულიად ცალსახა და მარტივი, ყველგან, ყველაფერში, ყველა ღონისძიებაში, რომელიც დაიგეგმება ნატოს ფარგლებში, შავ ზღვაზე, უნდა იყოს საქართველოც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები