რიკოთის საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით ხორციელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში გადაუდებელი პროფილაქტიკური (გაწმენდისა და-შეღებვის) სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 27,28,29 და 30 ივნისს, ღამის 00:00სთ–დან დილის 07:00 სთ-მდე გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, რომელიც გადართული იქნება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე. დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები