“ვერ დავადასტურებ, რომ რუსეთს უკან გაჰყავს თავისი შეიარაღებული ძალები“

 ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, არ არსებობს იმის დამადასტურებელი სამხილები, რომ აღმოსავლეთ უკრაინის საზღვრებთან განთავსებული სამხედროები რუსეთს უკან გაჰყავს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში განაცხადა. “სამწუხაროდ, ვერ დავადასტურებ, რომ რუსეთს უკან გაჰყავს თავისი შეიარაღებული ძალები. ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. ეს მასობრივი სამხედრო მობილიზება ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეუწყობს ხელს ვითარების დეესაკალაციას, რომლის ხილვაც ჩვენ ყველას გვსურს”, – აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა. მისივე განცხადებით, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო ნატო ვერ ითანამშრომლებს რუსეთთან ისე, როგორც ეს მანამდე იყო. “რუსეთის ქმედებები მიუღებელია. რუსეთმა ქმედებებით დაარღვია საერთაშორისო ვალდებულებები და ძირი გამოუთხარა იმ პრინციპებს, რომელზეც ნატო-რუსეთის პარტნიორობაა დაფუძნებული. ასე რომ, ჩვენ უწინდელივით ვეღარ გავაგრძელებთ მასთან თანამშრომლობას”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები