კახა კუკავა IRI- ს კვლევებს არაკორექტულს უწოდებს

 „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა IRI -ს კვლევებს არაკორექტულს უწოდებს. მისი განცხადებით, კითხვა – თბილისელი უნდა იყოს თუ არა ქალაქის მერი არასერიოზული საკითხია.
„მე მგონია, რომ IRI -ის კვლევები მთლად კორექტული არ არის. იგულისხმება არა ის, რომ ადამიანი ვინ თბილისელი უნდა იყოს და ვინ არა. მე მგონია, 21-ე საუკუნეში ეს სერიოზული საკითხი არ არის. ქალაქის მერის პოსტზე უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც აქვს რეპუტაცია და რეიტინგი. თბილისელი არც ილია ჭავჭავაძე ყოფილა და არც აკაკი წერეთელი, მაგრამ მათზე დიდი ავტორიტეტი თბილისში დაბადებულ პლეხანოველებს და ვერელებს არასდროს ჰქონიათ“, – განაცხადა კახა კუკავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები