დღეიდან საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს

დღეიდან საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს და გამოიდარებს, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში აცხადებენ.
სამმართველოს ინფორმაციით, 26-27 ივნისს, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ტემპერატურა 36-38 გრადუსს მიაღწევს. ამ დღეების განმავლობაში, ზემო იმერეთში მოსალოდნელია ქარის გაძლიერებაც. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 33-35 გრაუსი იქნება. სინოპტიკოსები ქვეყნის აღმოსავლეთის ჩრდილო-მაღალმთიან ნაწილში, საღამოს საათებში, მცირე ნალექს ელჭექით ვარაუდობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები