რომის პაპმა სომეხთა გენოციდი დაგმო

ერევანში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა რომის პაპმა ფრანცისკემ 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში მომხდარი სომხების გენოციდი დაგმო. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
სომეხთა გენოციდს ფრანცისკემ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი პირველი სამწუხარო კატასტროფა უწოდა. თურქეთის ოფიციალურ წრეებს ამ განცხადებაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. გასულ წელს რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრის ანალოგიური განცხადების შემდეგ ანკარამ ვატიკანიდან ელჩი გაიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები