აშშ-ის პრეზიდენტი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებისა და კემერონის გადადგომის გამო სინანულს გამოთქვამს

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების და პრემიერ-მინისტრის დევიდ კემერონის გადაგომის გამო სინანულს გამოთქვამს. ამის შესახებ ობამამ სტენფორდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამასთანავე, ობამამ აღნიშნა, რომ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლა აშშ – დიდი ბრიტანეთის ურთიერთობებზე ნეგატიურად არ აისახება.
„ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონს. ის ჩემი მეგობარი და გამორჩეული პარტნიორია. შევთანხმდით, რომ ჩვენი ეკონომიკური და ფინანსური ჯგუფები მჭიდრო კონტაქტს გააგრძელებენ ეკონომიკური განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ასევე მე გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელსაც ვესაუბრე. ჩვენ შევთანხმდით, რომ შეერთებული შტატები და ევროპელი მოკავშირეები მომავალშიც ერთად იმუშავებენ. მიუხედავად იმისა, რომ იცვლება დიდი ბრიტანეთის ურთიერთობა ევროკავშირთან, ორ ქვეყანას შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობა უცვლელი დარჩება. ევროკავშირიც დარჩება ჩვენ შეუცვლელ პარტნიორად. ნატო კი კვლავ იქნება გლობალური უსაფრთხოების გარანტი”, – განაცხადა ბარაკ ობამამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები