რუსეთის ტულის ოლქში ხუთი ადამიანი დაიხრჩო

რუსეთში, ტულის ოლქში, ბოგოროდიცკის რაიონის ერთ-ერთ წყალსაცავში ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიხრჩო. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, წყალსაცავში ცურვის დროს ბავშვებმა შველა ითხოვეს და მათ ორი ზრდასრული ადამიანი დაეხმარა. საბოლოოდ ხუთივე დაიღუპა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ოთხი დაღუპული ერთი ოჯახის წევრია. ტელეკომპანია Life-ის ცნობით, წყალსაცავში ცურვა აკრძალული იყო, ვინაიდან მას ძალზე ციცაბო ნაპირი აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები