"ნაციონალური მოძრაობის" მთავრობიდან წასვლას პირველი რიგის მიღწევად გამოკითხულთა 3 % მიიჩნევს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობიდან წასვლას პირველი რიგის მიღწევად გამოკითხულთა 3% ასახელებს, ამავე რაოდენობის ადამიანი ამას მიღწევად მიიჩნევს.
სოფლის მეურნეობის ვაუჩერების დარიგებას პირველი რიგის მიღწევად გამოკითხულთა 10% ასახელებს, მიღწევად – 14%; საყოველთაო დაზღვევას 5% პირველი რიგის მიღწევად ასახელებს, მიღწევად – 11%; უფასო სკოლის სახელმძღვანელოებს პირველი რიგის მიღწევად გამოკითხულთა 5% ასახელებს, 11% – მიღწევად მიიჩნევს. გამოკითხულთა 4% პენსიების გაზრდას პირველი რიგის მიღწევად მიიჩნევს, 6% – მიღწევად;
მიღწევებს შორის ასევე დასახელდა: მართლმსაჯულება, ჯანდაცვის პრობლემების მოგვარება, საზოგადოებაში შიშის არარსებობა, სოფლის მეურნეობა, უფასო ბაღები, სიტყვის თავისუფლება, გადასახადების შემცირება კომუნალური კომპანიებისთვის, დემოკრატიული არჩევნები, სასამართლო სისტემაში პრობლემების გადაჭრა, საგანმანათლებლო სისტემაში პრობლემების გადაჭრა, საყოველთაო ამნისტია, სოციალური პრობლემების გადაჭრა, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება.
IRI-მა გამოკითხვა 2014 წლის 19 თებერვლიდან 13 მარტამდე ჩაატარა. გამოკითხვაში 18 წელს გადაცილებული 3 992 მოქალაქე მონაწილეობდა. ცდომილება 1,5%-ს შეადგენს.