გერმანიაში კინოთეატრზე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

მამაკაცი, რომელმაც გერმანიის ქალაქ ფირნხაიმის კინოთეატრში სროლა ატეხა, პოლიციამ მოკლა. ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ბეტერ ბოიტმა განუცხადა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიღბიანმა მამაკაცმა კინოთეატრში სროლა ატეხა და მძევლები აიყვანა. სროლის დროს 50-დე ადამიანი დაიჭრა. გაზეთ Mannheimer Morgen-ის ინფორმაციით, პოლიციის ოპერაციის დროს ყველა მძევალი გათავისუფლებულია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მძევლების ნაწილი გაზით მოიწამლა, რომელიც თავდამსხმელმა კინოთეატრში გაუშვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები