გერმანიის ერთ-ერთ კინოთეატრში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა და ცეცხლი გახსნა

გერმანიის ქალაქ ფირნხაიმში შეიარაღებულმა პირმა ერთ-ერთ კინოთეატრში მძევლები აიყვანა. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელს ნიღაბი ეკეთა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა. სროლის დროს კინოთეატრში პანიკა მოხდა. სხვადასხვა მონაცემებით, 20-დან 50-მდე ადამიანი დაშავდა. Global News-ის ინფორმაციით, არიან დაღუპულებიც. ამჟამად პოლიციამ კინოთეატრს ალყა შემოარტყა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები