აზია მილიონერების რაოდენობით ლიდერობს

აზია მილიონერების ქონების საერთო ოდენობით მსოფლიოში ლიდერობს. აზიელი მილიონერების ქონება იმაზე მეტია, ვიდრე აქტივები, რომლებსაც აკონტროლებენ ამერიკის, ევროპის ან სხვა რეგიონების მილიონერები. ამის შესახებ კომპანია Capgemini-ს მიერ ჩატარებული კვლევები მიუთითებს.
World Wealth Report-ის ინფორმაციით, აზიელი მილიონერების შემოსავალი ერთი წლის განმავლობაში 10%-ით გაიზარდა და 17,4 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ჩრდილოეთ ამერიკაში მილიონერების ქონების საერთო მოცულობა 16,6 ტრილიონი დოლარია. მსოფლიო მასშტაბით მილიონერების მიერ კონტროლირებადი ქონების საერთო მოცულობა 60 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ეს ოთხჯერ მეტია, ვიდრე 30 წლის წინ. ამ ტემპების შენარჩუნების შემთხვევაში 2025 წელს მილიონერების კაპიტალის საერთო ოდენობა 100 ტრილიონი დოლარი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები