შინაგან საქმეთა მინისტრი გაეროს წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გაეროს ლტოლვილთა საკითხებში უმაღლესი კომისრის წარმომადგენელთან – სიმონე ვოლკენთან გამართა შეხვედრა.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები და პროექტები, რომლებსაც გაერო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთობლივად ახორციელებენ.