ისრაელში ორი ბავშვი მანქანაში გაიგუდა

2 და 3 წლის ასაკის ორი ბავშვი ისრაელში მანქანაში ძლიერი სიცხის და ჰაერის უკმარისობის გამო გაიგუდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, უბედური შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ალ-საიედში მოხდა. მშობლებმა ბავშვები რამდენიმე საათით ჩაკეტილ მანქანაში დატოვეს, რომელიც მზის ქვეშ იდგა. ბავშვების რეანიმაციის ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ანალოგიური ტრაგედია ისრაელის ქალაქ აშდოდში ერთი თვის წინ მოხდა. მაშინ მამამ მანქანაში ერთი წლის ბავშვი დატოვა, რომელიც ასევე გაიგუდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები