მაგდა პაპიძეს არ სურს, მისი სასამართლო სხდომები დაიხუროს

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს არ სურს, რომ მისი სასამართლო სხდომები დაიხუროს.
როგორც მან დღეს, სასამართლოზე განაცხადა, საპატიმროში მას აქვს რადიომიმღები, სადაც მოისმინა ანა დოლიძის განცხადება, რომელიც სასამართლო პროცესის დახურვას ეხებოდა.
როგორც პაპიძე აცხადებს, დაკავების დღიდან სურვილი ჰქონდა, პროცესი ღია ყოფილიყო.
“პირველივე დღიდან მოვითხოვე საჯაროობა. ჩემს პროცესებს ესწრებოდა მედია, ადვოკატებსაც ინტენსიურად ვთხოვდი, პროცესი საჯარო ყოფილიყო. საზოგადოებისათვის დასამალი არაფერი მაქვს და მინდა გაშუქდეს ექსპერტების დაკითხვა, ასევე ჩემი პოზიციები, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება პირადი ცხოვრების საკითხს, ვითხოვ, მხოლოდ ამ ნაწილში დაიხუროს პროცესი”,-განაცხადა პაპიძემ.
მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძემ პაპიძეს განუმარტა, რომ მისი უფლება პროცესის საჯაროობის შესახებ დაკმაყოფილებულია, პირად ცხოვრებაზე მოწმეების დაკითხვა იხურება ხოლმე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები