რის სანაცვლოდ გადაუხადა დასავლეთმა საქართველოს აგვისტოს ომის დროს 4, 5 მილიარდი დოლარი?
დასავლეთმა ცხინვალის ომის შემდეგ საქართველოს დუმილში 4,5 მილიარდი დოლარი გადაუხადა – ამის შესახებ გაზეთ “ქრონიკა +“-სთან გენერალთა კლუბის ანალიტიკური სამსახურის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი თამაზ იმნაიშვილი აცხადებს. ვიცე-პოლკოვნიკი საქართველოს მაშინდელ მოვლენებს ყირიმში არსებულ ვითარებას ადარებს და აცხადებს, რომ დღეს უკრაინას ყირიმის თემაზე დუმილის სანაცვლოდ 20 მილიარდ ევროს სთავაზობენ.
“ცხინვალის ომის დროს დასავლეთმა 4, 5 მილიარდი დოლარი მოგვცა და გვითხრა, რომ დავწყნარებულიყავით. იმ შემთხვევაში დასავლეთმა იყიდა საქართველოს დუმილი და თანხმობა. ახლა ვხედავთ, რომ უკრაინას სთავაზობენ 20 მილიარდ ევროს და გაზის მოპოვებაში დახმარებას ჰპირდებიან, ოღონდ ყირიმზე ნუღარ ილაპარაკებთო. ცალსახაა, რომ რაღაცა შეთანხმება არსებობდა როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაშიც. სახელმწიფოთა ურთიერთობების ფონზე ეს ყველაფერი უაზრობაა და ლოგიკას არ ექვემდებარება. ამიტომ გვიკვირს და ვერ გაგვიგია, თუ რატომ მოხდა საქართველოსა და უკრაინაში ის, რაც მოხდა? მაგრამ ნათელი ეფინება ყველაფერს, თუკი ფინანსური ჯგუფების ინტერესებამდე მივალთ. სახელმწიფოებს კი, თავისი არსებობა რომ გაამართლონ, ისღა შეუძლიათ, რუსეთი დატუქსონ, ყირიმს აღარ გამოსცდეს, თორემ მერე უკვე ზომებს მიიღებენ“,-აცხადებს თამაზ იმნაიშვილი.