“ქცევის ნორმები ოჯახში და უმაღლეს სასწავლებელში ისწავლება, 4 თვით ადრე რა კოდექსი უნდა ვისწავლო”?!

ქცევის ნორმები ოჯახში და უმაღლეს სასწავლებელში ისწავლება, 4 თვით ადრე რა კოდექსი უნდა ვისწავლო, -ასეთი შეფასება მისცა „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა ბარამიძემ წინასაარჩევნოდ ქცევისა და ეთიკის წესებზე კოდექსის შექმნის საკითხს.
„საუბარია იმაზე, რომ შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო, არ უნდა იჩხუბო, ეს გასაგებია, მაგრამ ეს ისედაც უნდა იქნას დაცული პოლიტიკური პარტიების მხრიდან. ცოტა არ იყოს, სასაცილოა ქცევის კოდექსზე საუბარი ხელისუფლების მხრიდან, სწორედ მმართველი გუნდის აქტიურობით იქნა მიღებული ეს კანონპროექტი პარლამენტში, მაგრამ თვითონ ხელისუფლება რომ არღვევს ამომრჩეველთან ურთიერთობაში ამ ქცევის კოდექსს, ამაზე არავინ საუბრობს. იგივე ის ცვლილებები, საეთერო დროსთან დაკავშირებით დარღვევაა, რადგან, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ძალადობა იმ პარტიებზე, რომლებაც „ქართული ოცნებისგან“ დამოუკიდებლად მიიღეს ეს საეთერო დრო. ეს ისეთივე ფიქტიური იქნება, როგორც კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება ამასთან დაკავშირებით.
საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ეს არის საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოსაყენებელი ქმედებები. ქარტიას ვგულისხმობ – იგივე ცვლილებები ძალისმიერ ქმედებებთან დაკავშირებით, როდესაც პოლიციას ეზრდება უფლებები. თავისთავად მუშტი-კრივი და ცემა-ტყეპა გამორიცხულია, მაგრამ საჭიროა კანონის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის კიდევ უფრო დამძიმება, როდესაც უკვე არსებობს ამის მუხლები, მთავარი აქ ის კი არ არის, დაამძიმებ თუ არა კანონს, მთავარი ის არის, გამოიყენებ თუ არა არსებულს“,-განაცხადა ბარამიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები