გიგლა ბარამიძე საეთერო დროსთან დაკავშირებულ კანონპროექტს აპროტესტებს

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე საეთერო დროსთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტს ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული პროექტი პარტიების უფლებებს არღვევს და სახელმწიფოს მხრიდან ეს ერთგვარი პოლიტიკური ძარცვაა.
„სარეკლამო დროსთან დაკავშირებული კანონპროექტი, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური ყაჩაღობა და პოლიტიკური ძარცვა.
როდესაც პოლიტიკურ ძალას ვახსენებ, ვგულისხმობ ჩვენს თავს, ასევე „ლეიბორისტებს“ და „პატრიოტთა ალიანსს“, ბიძინა ივანიშვილისგან, „ქართული ოცნებისგან“ დამოუკიდებლად აქვთ, მოსახლეობის ნდობიდან გამომდინარე, მიღებული საეთერო დრო და ჩვენი საეთერო დროის შემცირების ხარჯზე ისინი „ქართულ ოცნებაში“ მოკალათებულ სხვადასხვა პარტიას, – ზოგიერთ დარჩენილს,ზოგს გამოგდებულს, – წამოსულებს ვგულისხმობ, უნაწილებენ ჩვენს საეთერო დროს, – ამას საკონსტიტუციო სამართლიანობა ჰქვიაო.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ყველა პარტიას, რომელმაც გადალახა გარკვეული ბარიერი, საეთერო დრო ეკუთვნის, მაგრამ იქ არ წერია, რომ ეს საეთერო დრო უნდა მიიღონ ჩვენი საეთერო დროის შემცირების ხარჯზე. ეს გამოცხადებული პოლიტიკური ყაჩაღობის მშვენიერი ქრონიკაა და ამას ჩვენ გავაპროტესტებთ.
ამ ეტაპზე ალბათ პრეზიდენტის ვეტოს საკითხი განიხილება, ან საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ, რათა გაუქმდეს ეს აბსოლუტურად გაუგებარი, არჩევნებამდე 4 თვით ადრე მიღებული კანონმდებლობა. სირცხვილი იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც, როცა აწყობდათ ეს ცვლილებები ორგანულ კანონში, არ მიიღეს. არ ჰქონდათ გადაწყვეტილი, დატოვებდნენ თუ არა ისინი მაშინ „ქართულ ოცნებას“. როგორც კი დატოვეს „ქართული ოცნება“ დაიწყეს მეკობრეობა და სხვას ართმევენ დამსახურებულ დროს“,- განაცხადა ბარამიძემ.
უბნებთან დაკავშირებითაც შემიძლია ვთქვა, რომ ეს ერთი კომპლექსია, არ ვიცი, რა აუცილებლობა იყო ასეთი ცვლილებების მიღება. გავიხსენოთ საგარეჯოს პრეცედენტი – არჩევნების დროს სამხედროების იქ მიყვანა.
რას დაადგენს უწყებათაშორისო კომისია და რა რეალობიდან გამომდინარე იქნება იქ სამხედროების გამოყენება არჩევნების დროს, ესეც ბევრ კითხვის ნიშანს სვამს ისევე როგორც პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა და ჩართულობა არჩევნებში, პირდაპირ თუ ირიბად, ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა “,- განაცხადა ბარამიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები