IRI -ს გამოკითხულთა 94% ყველაზე სანდო ინსტიტუციად ეკლესიას 93 % კი – ჯარს მიიჩნევს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, გამოკითხული მოსახლების 94% ყველაზე სანდო ინსტიტუციად ეკლესიას მიიჩნევს. ეკლესიას სანდოდ არ მიიჩნევს 1%, 5%-ს კი პასუხი არ აქვს. გამოკითხულთა 93% სანდო ინსტიტუციად ჯარს მიიჩნევს, 2% არ მიიჩნევს სანდოდ, 5%-ს კი პასუხი არ აქვს.

ნდობის რეიტინგში მესამე პოზიციას, 84 %-ით ქართული მედია იკავებს, ქართულ მედიას არასანდო ინსტიტუციად 9% ასახელებს, ხოლო 7%-ს აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

პოლიციას სანდოდ გამოკითხულთა 82% მიიჩნევს, 10% არ მიიჩნევს, 8%-ს კი პასუხი არ აქვს.

საქართველოს მთავრობას სანდო ინსტიტუციად გამოკითხულთა 69 % ასახელებს, 23%-ს აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს, ხოლო 8%-ს კი პასუხი არ აქვს. საქართველოს პარლამენტს სანდო ინსტიტუციად გამოკითხულთა 68% ასახელებს, 25%-ს აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს, ხოლო 7%-ს კი პასუხი არ აქვს.
კვლევის მიხედვით პრემიერ-მინისტრის ოფისს სანდოდ გამოკითხულთა 67% ასახელებს, 16%-ს კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს, ხოლო 17%-ს კი პასუხი არ აქვს. პრეზიდენტის ოფისს სანდოდ გამოკითხულთა 64% ასახელებს, 23%-ს აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს, ხოლო 13%-ს კი პასუხი არ აქვს.
განათლების სისტემას სანდოდ გამოკითხულთა 64% ასახელებს, 25%-ს აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს, ხოლო 11%-ს კი პასუხი არ აქვს. სასამართლოს სანდო ინსტიტუციად გამოკითხულთა 52% მიიჩნევს, 25% არ მიიჩნევს, 23%-ს კი პასუხი არ აქვს.

ცესკოს სანდოდ გამოკითხულთა 50% ასახელებს, 19%-ს აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს, ხოლო 31%-ს კი პასუხი არ აქვს. საქართველოს პროკურატურას სანდო ინსტიტუციად გამოკითხულთა 50% მიიჩნევს, 25% არ მიიჩნევს, 25%-ს კი პასუხი არ აქვს. ეროვნულ ბანკს სანდო ინსტიტუციად გამოკითხულთა 48% მიიჩნევს, 35% არ მიიჩნევს, 19%-ს კი პასუხი არ აქვს.

ადგილობრივ თვითმმართველობას სანდოდ გამოკითხულთა 47% ასახელებს, 35%-ს აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს, ხოლო 18%-ს კი პასუხი არ აქვს. ომბუდსმენის ოფისს სანდოდ გამოკითხულთა 46% ასახელებს, 20%-ს აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს, ხოლო 34%-ს კი პასუხი არ აქვს. პოლიტიკურ პარტიებს სანდოდ 37% მიიჩნევს, სანდოდ არ მიიჩნევს 44%, ხოლო 19%-ს პასუხი არ აქვს.

სანდოობის რეიტინგში ბოლო ადგილს გუბერნატორების ინსტიტუტი იკავებს. სანდოდ 32% ასახელებს, 36%-ს აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს, ხოლო 32%-ს პასუხი არ აქვს.

IRI-მ გამოკითხვა 2014 წლის 19 თებერვლიდან 13 მარტამდე ჩაატარა. გამოკითხვაში 18 წელს გადაცილებულმა 3 992 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ცდომილება 1,5%-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები