71 ეკომიგრანტ ოჯახს მთავრობის მიერ 2005-2009 წლებში შესყიდული სახლები და მიწის ნაკვეთები დაუკანონდებათ

71 ეკომიგრანტ ოჯახს მთავრობის მიერ 2005-2009 წლებში შესყიდული სახლები და მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცემათ და დაუკანონდებათ, – ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.
„დღეს ჩვენ გამოგვაქვს საკითხი ეკომიგრანტი ოჯახებისთვის, მთავრობის მიერ 2005-2009 წლებში შესყიდული სახლების დაკანონების თაობაზე. ეს არის მეორე ეტაპი.
დღეს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემა 71 ეკომიგრანტ ოჯახს ეს სახლები და მასთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში. ეს არის 44 სახლი და მიწის ნაკვეთი კახეთის რეგიონში და 27 – ქვემო ქართლში“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს 302 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა საკუთრებაში სახლი მიწის ნაკვეთით, რაც „მისასალმებელია, ვინაიდან ეკომიგრანტების პრობლემა საკმაოდ მძიმეა და მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ უზრუნველყოს მათთვის შესაბამისი საცხოვრებელი პირობები“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები