ნიგერიაში ორგანიზაცია „ბოკო ჰარამისგან“ გაქცეული 200 ადამიანი შიმშილით გარდაიცვალა

200 -ზე მეტი ადამიანი, რომელმაც ნიგერიაში დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ მუდმივი თავდასხმების გამო საკუთარი სახლები დატოვა, ქალაქ ბამაში შიმშილით გარდაიცვალა. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ ორგანიზაციაში „ექიმები საზღვრებს მიღმა“ აცნობეს.
ამ ორგანიზაციის მონაცემებით, დევნილების ბანაკში 24 ათასამდე ადამიანია და იქ კატასტროფული ჰუმანიტარული მდგომარეობაა შექმნილი. „ბოკო ჰარამი“ ისლამისტური დაჯგუფებაა, რომელიც ნიგერიის ჩრდილოეთ ნაწილში მოქმედებს და ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვის. 2009 წლიდან მისი თავდასხმების მსხვერპლი 20 ათასზე მეტი ადამიანი გახდა, ორმა მილიონმა კი საკუთარი სახლები დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები