IRI: გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა – 48% ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 33% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 19%-ს კი აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ აქვს. ბოლო 8 თვის განმავლობაში 8%-ით შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. IRI-მ გამოკითხვა 2014 წლის 19 თებერვლიდან 13 მარტამდე ჩაატარა. გამოკითხვაში 18 წელს გადაცილებული 3 992 მოქალაქე მონაწილეობდა. ცდომილება 1,5%-ს შეადგენს.