მაიკლ ჯექსონის რანჩოზე პოლიციამ პორნოგრაფიული მასალები აღმოაჩინა ბავშვების მონაწილეობით
გარდაცვლილი ამერიკელი მომღერლის, მაიკლ ჯექსონის რანჩოზე პოლიციამ სექსუალური ხასიათის ვიდეოები აღმოაჩინა არასრულწლოვანთა მონაწილეობით. ამის შესახებ გამოცემა „დეილი მეილი“ იუწყება.
პოლიციის ანგარიშის მიხედვით, რომელიც გამოცემის ხელში აღმოჩნდა, ჯექსონის კოლექციაში იყო შიშველი, ან ნახევრად შიშველი მოზარდი ბიჭების და მცირეწლოვანი ბავშვების ფოტოები. პორნოგრაფიული შინაარსის მასალები ჯექსონის აბაზანაში და საძინებელ ოთახში აღმოაჩინეს. ფოტოალბომში, ძირითადად, მოზარდი ბიჭების ფოტოები იყო, ხოლო იშვიათად – მამაკაცების პორნოგრაფიული ფოტოები. თავის მხრივ, გამოცემა Radar Online იუწყება, რომ ჯექსონს არა მარტო ბავშვების პორნოგრაფიის, არამედ ბავშვების დამცირების, სადომაზოხიზმის და ცხოველების მსხვერპლთშეწირვა იყო გადაღებული.
მაიკლ ჯექსონი 2009 წელს გარდაიცვალა. მის გარდაცვალებაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო მკურნალი ექიმი კონრად მიურეი, რომელმაც ცნობილ პოპმომღერალს ძილის წამლის დიდი დოზა მისცა.