იაპონიაში წყალდიდობას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა
სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა იაპონიაში წყალდიდობების და მეწყერების შედეგად, რომლებიც კოკისპირულმა წვიმებმა გამოიწვია. ერთი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. კუნძულ კიუსიუზე, სადაც სტიქიური უბედურება მძვინვარებს, ასიათასობით ადამიანი ცხოვრობს. ზოგიერთი რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. იაპონიის ამ კუნძულზე, რამდენიმე ქალაქში, დაახლოებით ერთი თვის წინ ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რაც მეწყერების ჩამოწოლის საფრთხეს ზრდის.