„საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით ცვლილებებზე შეთანხმება მოხდა, რაც ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში იშვიათია“

საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით ცვლილებებზე აბსოლუტური შეთანხმება შედგა, რაც მისი თქმით, ბოლო პოლიტიკურ ცხოვრებაში იშვიათია. შესაბამისი კომენტარი ექსპრემიერმა ჟურნალისტებთან გააკეთა.
“პარლამენტმა მოახდინა ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით, შემდგომ პრეზიდენტმა დაადო ვეტო, შემდეგ ჩაერთო ვენეციის კომისია და, საბოლოო ჯამში, აბსოლუტური შეთანხმება მოხდა, რაც იშვიათია ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები