ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო პროცესში სექტემბრიდან ჩაერთვება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, იგი საარჩევნო პროცესში სექტემბრიდან ჩაერთვება.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იგი რეგიონებში ჩასვლას კვირაში ორჯერ გეგმავს და ხალხთან შეხვედრებს გამართავს.
„საარჩევნო სიის ფორმირებას ახერხებს გუნდი, კვირიკაშვილის მეთაურობით. თუ ჩემი კონსულტაცია დაჭირდება, მე არ დავიზარებ. ამ ეტაპზე აქტიურად არ ვმონაწილეობ პროცესებში. რაც შეეხება ჩემს აქტიურობას, სექტემბრიდან დავიწყებ. დაახლოებით წარმოდგენა მაქვს, რომ კვირაში ორჯერ მოვახერხო ორ რეგიონში ჩასვლა, მისი გაშუქება და ხალხთან შეხვედრა“,- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები