ინდოეთმა კოსმოსში რაკეტა გაუშვა 20 თანამგზავრით

ინდოეთის კოსმოსურმა სააგენტომ კოსმოსში რაკეტა გაუშვა 20 თანამგზავრით. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. რაკეტა PSLV C-34 – მა ორბიტაზე თანამგზავრები გაიყვანა, რომელთა წონა 1500 გრამიდან 700 კილოგრამამდე შეადგენს. ყველაზე დიდი თანამგზავრი ინდოეთის თავდაცვის უწყებას ეკუთვნის. ინდოეთში კოსმოსური პროგრამა წარმატებით ვითარდება. მან უკვე განახორციელა რამდენიმე წარმატებული პროექტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები