ეკა ბესელია: ესტონეთი ეს არის ქვეყანა, რომელიც ღიად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას აფასებს.
ეკა ბესელიამ მარინა კალიურანდთან შეხვედრა მნიშვნელოვნად შეაფასა.
მისი თქმით, შეხვედრა მეგობრულ ვითარებაში გაიმართა.
„იყო ძალიან გულღია, ძალიან გულწრფელი და ძალიან მეგობრული შეხვედრა. მინისტრმა ძალიან პირდაპირ და ნათლად თქვა, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც ღიად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და არა მხოლოდ უჭერენ, მართლაც, ერთ-ერთი ინიციატორი ქვეყანაა, რომელიც საქართველოს ლობირებს ევროსტრუქტურებში, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს ვიზასთან დაკავშირებული პროცედურების დასრულება. ძალიან კარგი გზავნილი იყო ქვეყნის მხრიდან, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, სტრასბურგში ესტონეთის საგარეო საქმე მინისტრი საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მარინა კალიურანდი საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს, მანანა კობახიძეს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ეკა ბესელიას პირისპირ ესაუბრა. „საქართველომ თავისი მხრიდან ყველაფერი გააკეთა სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად და ამ პროცესის დასრულება ევროკავშირზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ მარინა კალიურანდმა სტრასბურგში ქართულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.