ლიტვაში სავალდებულო სამხედრო სამსახური აღადგინეს
ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლითაც ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო სავალდებულო სამსახური აღდგა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მანამდე ეს დროებით ზომად განიხილებოდა.
ყოველწლიურად სამხედრო სამსახურში 3,5-დან 4 ათასამდე ახალგაზრდის გაწვევა იგეგმება. ახალი კანონის მიხედვით, პროფესიული ჯარიდან, რომელშიც ამჟამად 10 ათასი ადამიანი მსახურობს, ლიტვა შერეულ სისტემაზე გადადის. წინასწარი ინფორმაციით, სავალდებულო სამხედრო სამსახურზე გადასვლა ლიტვას 30-35 ათასი ევრო დაუჯდება. ამის მიზეზად ქვეყნის ხელისუფლება შექმნილ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას ასახელებს.