გიორგი მარგველაშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა.
შეხვედრისას ყურადღება ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო სასამართლო სისტემის გაძლიერებას და მედიის თავისუფლებას.
მხარეებმა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესი და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო განიხილეს და საარჩევნო სუბიექტებისათვის ხელსაყრელი წინასაარჩევნო გარემოს შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
ბრიჯიტ ბრინკმა აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიული განვითარების კურსს და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ასევე ისაუბრა იმ ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრისას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხს, ვარშავის მოახლოებულ სამიტს და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივას.
მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებაც განიხილეს.
შეხვედრას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაზე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები