საფრანგეთს ახალი პრემიერი ჰყავს

ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე უკვე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი მანუელ ვალსი დანიშნა. საფრანგეთის ყოფილმა პრემიერმა ჟან-მარკ ერომ გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ მას შემდეგ მიიღო, რაც მუნიციპალურ არჩევნებში “სოციალისტურმა პარტიამ” წააგო.
ქვეყნის პირველმა პირმა ახალი პრემიერის და მინისტრთა ახალი კაბინეტის ამოცანებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა მთავარი ეკონომიკის კონსოლიდაცია და სოციალური სამართლიანობის დამყარებაა. მანუელ ვალსი აქამდე თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ის არალეგალი ემიგრანტებისადმი მკაცრი დამოკიდებულებითაა ცნობილი. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მომავალში ვალსი პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები