სოფლის მეურნეობის მართვის სააგენტოს ყველა პროექტი „აგროპროექტში“ გაერთიანდება

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები „ერთიანი აგროპროექტის“ ქვეშ ერთიანდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ერთიანი აგროპროექტის“ პრეზენტაციაზე განაცხადა, „ერთიანი აგროპროექტი“ მოემსახურება სოფლის მეურნეობის დარგში დაგეგმილ სასიკეთო ცვლილებებს და ხელს შეუწყობს მათ წარმატებით განხორციელებას.
მისივე თქმით, სოფლებში კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი, თუმცა, ეტაპობრივად ყველაფერი მოგვარდება.
„რა თქმა უნდა, სოფლებში კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი, თუმცა ეტაპობრივად ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ. ჩვენ ნამდვილად გვაქვს საკმარისი რესურსი საამისოდ, რომ გავაძლიეროთ სოფელი, განვავითაროთ სოფლის მეურნეობა, ჩვენი პროდუქცია გავხადოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და ჩვენ ამ მიზანს ნამდვილად მივაღწევთ. საქართველოში წარმოებული მაღალი ხარისხის პროდუქტი საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს ევროპის და სხვა საერთაშორისო ბაზარზე და ქართული სოფელი გახდება ეკონომიკურად ძლიერი, ხოლო ჩვენი ხალხი – წელში გამართული“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები